11 მარტს, 15:00 საათზე, კომბინატში, ცენტრალური
ბიბლიოთეკის
ფილიალში გაიმართება ღონისძიება „დედავ, სიცოცხლეო!“
11 მარტს, 16:00 საათზე ზუგდიდის ამერიკული კუთხე
გიწვევთ ღონისძიებაზე „ცოცხალი ბიბლიოთეკა“, რომელიც ყოველ წელს ქალთა
თვესთან დაკავშირებით ტარდება.
13 მარტს, 14:00 საათზე, ახალკახათის სასოფლო
ბიბლიოთეკაში გაიმართება ღონისძიება - „ქალი, დედა, გაზაფხული“.
15 მარტს, 19:00 საათზე ზუგდიდის შალვა დადიანის
სახელობის დრამატული თეატრი რაიონის კულტურის სახლში გამართავს
სპექტაკლის - „ცილინდრი“ ჩვენებას.
15 მარტს, 15:00 საათზე ზუგდიდის „ზუგდიდი“ გასვლით
შეხვედრას „გაგრასთან“ გამართავს.