ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან პრის გამარჯვებულია. 29 წლის სპორტსმენმა ტურნირის ფინალში ოლიმპიადის იტალიელი ვერცხლის პრიზიორი ლუიჯი სამელე 15-8 დაამარცხა.
გადამწყვეტ შეხვედრამდე კი რუმინელ, იაპონელ, გერმანელ და უნგრელ მოფარიკავეებს მოუგო.
ტუნისის გრან პრიზე გამარჯვების შემდეგ სანდრო ბაზაძე 233 ქულით მსოფლიო რეიტინგის ლიდერი გახდა