სანდრო ბაზაძეს 2022/2023 წლების საუკეთესო კაცი ხმლით მოფარიკავის საპატიო პრიზი დღეს ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში მიმდინარე FIE-ის კონგრესზე გადაეცა.
სანდრო ბაზაძე პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მოიპოვა.
მან გასული სპორტული სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა - გახდა ევროპისა და ევროპული თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
სანდრო ბაზაძე მთელი სეზონის განმავლობაში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია.