სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ასპინძა–ახალქალაქის ცენტრალურ გზაზე კლდიდან ლოდები ცვივა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 მარტი 2019
ახალქალაქიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს ჩუნჩხის ხიდთან კლდიდან ჩამოვარდნილი ლოდი 19 თებერვალს დაეცა, შემთხვევის შედაგად 48 წლის კაცი მძიმედ დაშავდა, იგი ამ დრომდე თბილისის ერთ–ერთ კლინიკაში მკურნალობს.ქვათაცვენაში მოჰყვა ახალციხელი გენადი ხატიძეც. გაზაზე მიმავალმის მანქანას ლოდი ასპინძაში, სოფელ ნიჯგორთან ორ მარტს დაეცა. შემთხვევას გენადი უვნებელი გადაურჩა, თუმცა მნიშვნელოვანი ზარალი მიიღო. ამბობს, რომ 10 ტონიანმა ლოდმა მანქანა ისე დააზიანა, რომ ვეღარ გამოიყენებს: „ცუდად გავხდი და 112–ში დავრეკე. მე გადავრჩი, მაგრამ მანქანა გადასაგდებია“. მძღოლები ამბობენ, რომ ახალქალაქი– ასპინძის მიმართულებით ცენტრალურ გზაზე კლდიდან ქვები თითქმის ყოველდღე ცვივა, თუმცა ასეთი დიდები არა. ახალციხიდან, ასპინძის და ახალქალაქის მიმართულებით, ცენტრალურ გზების მოვლა– პატრონობას შპს „ჯავახ ავტოგზა“ უზრუნველყოფს. კომპანიის დირექტორი ნოდარ ინასარიძე ამბობს, რომ ქვათაცვენის შესახებ ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტს უკვე მიაწოდა.„გეოლოგები იყვნენ ჩამოსულები და დაათვალიერეს, უახლოეს მომავალში დაიგეგმება კლდეების ჩამოწმენდა, მაგრამ მანამდე ტენდერი უნდა გამოცხადდეს, რადგან თანხები ამოწურულია. კლდეების გაწმენდაზე ცალკე ტენდერი იქნება თუ მოვლა–შენახვის ფარგლებში გავაკეთებთ, ეს ჯერ არ ვიცი. დეპარტამენტი რასაც დაგვიკვეთავს ჩვენ იმას ვასრულებთ“, – გვითხრა ნოდარ ინასარიძემ.სამცხე–ჯავახეთის ცენტრალურ გზებზე არსებული ვითარება საავტომობილო გზების დეპარტამენტის გეოლოგმა თამაზ გერკეულიძემ შეისწავლა. იგი ახალქალაქში ჩუნჩხის ხიდთან მომხდარი შემთხვევიდან მეორე დღეს, 20 თებერვალს ჩავიდა. „ეს არის გამოფიტული ვულკანური ქანები, რომელიც ალპინისტების ჯგუფმა უნდა ჩამოყაროს, გასუფთავებულ ფართობზე კი რკინის მოქსოვილი ბადე უნდა გაიკრას. გარდა ამისა გზის ორივე მიმართულებით ქვათაცვენის ნიშნები უნდა დაიდგას, რომელიც არ არის“, – გვიყვება თამაზ გერკეულიძე.იგი ამბობს, რომ დასკვნა ახალქალაქის მუნიციპალიტეტს უკვე გადაუგზავნა. მისი თქმით, ისეთი მონაკვეთები, სადაც ქვები ცვივა რეგიონში ბევრია: „ასპინძა ახალციხის გზასთან შედარებით, ახალციხე ასპინძის გზის მონაკვეთი უფრო საშიშია“. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძის განმარტებით მის ტერიტორიაზე, ორი მონაკვეთია, სადაც ქვათაცვენა ფიქსირდება, ნიჯგორთან და თმოგვიდან 2–3 კილომეტრში: „ისეთი სიხშირით არ ხდება ქვათაცვენა, რომ მონიტორნიგი დაწესდეს. ბოლო შემთხვევა, როცა ქვა ჩამოვარდა და გზა ჩაკეტა 2017 წელს მოხდა, სოფელ თმოგვთან. სადაც ქვათაცვენაა, იმ ადგილზე მიმანიშნებელი ბანერები დგას, მოსახლეობასაც წარმომადგენლების საშუალებით ვაფრთხილებთ. შპს „მესხეთ ავტოგზა“ კი ლოდების ჩამოცვენიდან 20–30 წუთში წმენდს გზას. აღნიშნულმა კომპანიამ უკვე შეატყობინა საგზაო დეპარტამენტს“.მისი თქმით, სოფელ ნიჯგორთან, რა დროსაც გენადი ხატიძის მანქანას ლოდი დაეცა ქვები ორი დღის განმავლობაში ცვიოდა: „ზამთრის განმავლობაში ჩასული წყლები გაიყინა და ნაპრალები გაფართოვდა, როცა დნება იწყება ქვათაცვენა“. როდის დაიწყებს საქართველოს საგზაო დეპარტამენტი როგორც ახალციხე–ასპინძის ასევე, ასპინძა ახალქალაქის ცენტრალურ გზებზე არსებული კლდეების გაწმენდას ჯერ უცნობია. საოზგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ შესაბამის სამსახურებთან ინფრომაციას გადაამოწმებენ და ამის შემდგე დაგვიკავშირდებიან. [თინათინ ზაზაძე, ასპინძა]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია