გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვიბრძოლებ, რომ "ქართული ოცნება" იყოს გამარჯვებული და არ დაბრუნდეს ის უბედურება, რაც იყო"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 მარტი 2019

"ჩემი პოლიტიკური ადგილი არის და ყოველთვის იქნება ქართულ ოცნებასთან, რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო. თუ არც ერთ პოზიციაზე არ ვიქნები, ისევ ვიქნები "ქართული ოცნების" ამომრჩეველი და როგორც აქამდე ვიბრძოდი, მომავალშიც ვიბრძოლებ, იმისთვის, რომ "ქართული ოცნება" იყოს გამარჯვებული და არ დაბრუნდეს ის უბედურება, რომელსაც ჩვენ ერთად ვებრძოდით"-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელმაც კითხვაზე, მიიღო თუ არა ბიძინა ივანიშვილმა მონაწილეობა მისი დარჩენის საკითხში, უპასუხა, რომ დღეს ის დრო არ არის, როცა ერთი ადამიანი წყვეტდა ყველაფერს:

"ყველაფერს წყვეტდა ხოლმე ერთი კაცი, რომელიც ახლა მოხეტიალე ქართველი პოლიტიკოსის სახელით არის მსოფლიოში ცნობილი. ინერციით გრძელდება და გგონიათ, რომ ყოველთვის ერთი კაცი უნდა წყვეტდეს საკითხებს, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხშირად ასე არ არის"-განაცხადა წულუკიანმა. 

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობიდან არ გადადგა. ამის შესახებ მან მთავრობის კანცელარიაში, პრემიერის ბრიფინგის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე თქვა. 


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია