შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხელმა ახალგაზრდებმა ესეების კონკურსში გაიმარჯვეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 მარტი 2019
ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ესეების კონკურსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით უმაღლეს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარდა. კონკურსში სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ანა ჰარუთუნიანმა და ახალციხის კერძო სკოლა „მზექას“ მეთორმეტე კლასის მოსწავლე ნიკა ქურდაძემ გაიმარჯვა.„თემა იყო იყო საქართველო დამოუკიდებლობიდან 100 წლის შემდეგ. მე ავირჩიე ეთნიკური უმცირესობების ადაპტირების პროცესზე, როდესაც პარლამენტი დამტკიცდა იყვნენ თუ არა ჩართულები ეთნიკრი უმცირესობები. ისტორიული ნაწილიც იყო და თანამედროვეობაც“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ანა ჰარუთუნიანი.„ჩემი საკონკურო თემა დამფუძნებელი კრების უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს ეხებოდა“, – ამბობს ახალციხის კერძო სკოლა „მზექას“ მეთორმეტე კლასის მოსწავლე ნიკაქურდაძე.საზეიმო ღონისძიება მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიულ დარბაზში გაიმართა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიხსნა 12:10 წუთზე, იმ დროს, როცა 100 წლის წინ დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა გაიმართა."დამფუძნებელმა კრებამ საფუძველი ჩაუყარა ქართულ პარლამენტარიზმს, მან სიმბოლურად განასახიერა ქართული საზოგადოების ლტოლვა დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისაკენ" – განაცხადა შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, მერიის წარმომადგენლები სხვა მაღალი რანგის სტუმრები და სხვადასხვა სფეროს ცნობილი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ანა არუთუნიანი
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია