გომბორის საგუშაგოსთან სატვირთო ავტომანქანა დაიწვა. ავტომობილს 1200 ლიტრი დიზელის საწვავი გადაჰქონდა.
როგორც “კახეთის ხმას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მანქანა აფეთქებას მეხანძრეების დროული რეაგირების შედეგად გადაურჩა.
უწყების ინფორმაციით, ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, რომლებმაც ხანძარი უკვე ჩააქრეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი