შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილმა სააკაშვილი დანიშნა მტრად" - დავით ბერძენიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 მარტი 2019

რესპუბლიკური პარტიის ერთერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი,მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს :

“ბიძინა ივანიშვილს არ აქვს პოლიტიკაში მეორედ შემოსვლის რესურსი. ბიძინა ივანიშვილმა ისწავლა ერთი სვლა, ორი, ოთხი, ეს ნიშნავს პოლიტიკის ენაზე- მტრის ხატის პოლიტიკას. მიშა სააკაშვილი დანიშნა მტრად, 2016 წელს იმუშავა, 2017 წელსაც იმუშავა, 2018 წელს კინაღამ შეიცვალა მოცემულობა.

ეს სააკაშვილსაც აწყობდა.პერსონალურად მიხეილ სააკაშვილისთვის 2016 და 2017 წლები არ იყო ადვილი წლები და მას აწყობდა ოპოზიციის ლიდერობა. ასე მტრის ხატს ჰქმნიდნენ ერთმანეთისგან. თუმცა, 2018 წელს ესენი უკვე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. “ -განაცხადა დავით ბერძენიშვილმა “ტვ პირველის" ეთერში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია