შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"თავი დაანებოს პოლიტიკურ ჭინთვებს"- ბესელია კობახიძეს აფრთხილებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 მარტი 2019

"ქართული ოცნებიდან" დემარშით წასული ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარეს ურჩევს, "თავი დაანებოს პოლიტიკურ ჭინთვებს".

"მე ვურჩევ მასაც და სხვებსაც, თავი დაანებონ ამ თემებზე სპეკულაციებს და ამ პოლიტიკურ ჭინთვებსაც თავი დაანებოს ან თქვას - რა არის ის სხვა მიზეზი, რის გამოც გადავდექი, ნუ იტანჯება"- თქვა "ტვ. პირველის" ეთერში ბესელიამ.

მისი თქმით, "თუ ამ პატარა ბიჭებს ვერავინ ვერ აჩერებს და პატრონი არ გამოჩნდა, ვინც თავის ადგილს მიუჩენს, ძალიან მალე ეს მაინც მოხდება".

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია