შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში სამხედრო დასახლებასთან ხანძარი გაჩნდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 მარტი 2019
დღეს, 17 მარტს დაახლოებით 14:00 საათზე ადგილობრივებმა ცეცხლის ალი და კვამლი ე.წ ხუთსართულიანების კორპუსებიდან მოშორებით შენიშნეს."სამხრეთის კარიბჭეს" ინფორმაციით, ადგილზე ორი სახანძრო ბრიგადა მუშაობს. ამ დროისათვის, არ არის დაზუსტებული რა ფართობს მოედო ცეცხლი და რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. "ხანძარი სამხედრო დასახლებასთანაა. ხმელი ბალახი იწვის, სერიოზული არაფერია. ჯერ–ჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია რამდენ კვადრატულ მეტრზეა ცეცხლი მოდებული", – აცხადებენ სახანძრო–სამაშველო სამსახურში.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია