ქალაქ გარდაბანსა და კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი ელექტრონული ლიფტების მონტაჟის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ ეტაპისთვის ქალაქ გარდაბანში დასრულებულია ექვსი ლიფტის მოწყობის სამუშაოები.
შესრულებულ სამუშაოებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური და ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
ჯამში 21 ერთეული, მწყობრიდან გამოსული ლიფტი ჩანაცვლდება ახალი, ელექტრონული ლიფტებით, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 050 000 ლარი დაიხარჯება.