გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"26 წელი ველოდი შვილს"- აფხაზეთში დაღუპული თამაზ ტყეშელაშვილი, სოფელ ნიგვზიანში დღეს დაკრძალეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 მარტი 2019

აფხაზეთში, 1993 წლის 24 სექტემბერს დაღუპული თამაზ ტყეშელაშვილი, ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანში დღეს დაკრძალეს. მისი ცხედარი გუშინ მშობლიურ სახლში გადაასვენეს, სადაც მას დედა ფოთოლა ტყეშელაშვილი ელოდებოდა. გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. 

“მე დღეს ბედნიერი დედა ვარ, თუ ამას ბედნიერება ჰქვია. 26 წელია ველოდი შვილს, ჩემს თამაზის, და ისიც დამიბრუნდა. სიზმარი ვნახე თითქოს ერთი ფეხით შემოვიდა სახლში, ისეთივე როგორიც ომში გავაცილე, სამხედრო ფორმით. ამ სიზმრიდან მეორე დღეს მირეკვენ და მეუბნებიან, რომ თამაზის საფლავი იპოვეს”, – განაცხადა გადმოსვენებული მეომრის დედამ, ფოთოლა ტყეშელაშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხდა, რაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ღონისძიებით მოხერხდა. 1993 წელს დაღუპულ თამაზ ტყეშელაშვილს ხვალ, კვირას, 17 მარტს, მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია