შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანში ლაშა მღებრიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართება

სპორტი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 მარტი 2019
23-24 მარტს გურჯაანის სპორტკომპლექსში ძიუდოში ლაშა მღებრიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება.


გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ეკა ცისკარაშვილის განმარტებით, ტურნირი უმცროს კადეტთა შორის გაიმართება და 600-ზე მეტი ახალგაზრდა იასპარეზებს.
„ლაშა მღებრიშვილი ჩვენი თანამოქალაქე იყო, რომელიც რაგბის თამაშის დროს გარდაიცვალა. ის იყო ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი. ამიტომ გადავწყვიტეთ ტურნირი მისი სახელობის ყოფილიყო. ღონისძიება 23-ში 11 საათზე დაიწყება. მასში ქართველების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ყაზახეთიდან. ლაშას სახელობის ტურნირი კალენდარში უკვე ჩავსვით და ყოველ წელიწადს მარტის ბოლოს გაიმართება.“


მისივე თქმით, გამარჯვებულებს მუნიციპალიტეტი მედლებით, თასებით და სერტიფიკატებით დააჯილდოებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია