ქვემო ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ტალავერის 80-მდე ოჯახს წლების განმავლობაში არსებული წყლის პრობლემა მოუგვარდება

საზოგადოება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ოქტომბერი 2018

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის ერთ-ერთ დასახლებაში, სადაც მოსახლეობას წყალი დაახლოებით 16 წელია არ აქვს, წყლის სისტემის მოსაწყობად საპროექტო სამუშაოებს იწყებს.

საპროექტო დოკუმენტაცია ოქტომბრის ბოლოსთვის იქნება მზად, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება და ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს შეასრულებს.

პროექტის დასრულების შემდეგ, ტალავერში მცხოვრებ 80-მდე ოჯახს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და მოსახლეობა საუბნო ონკანებით წყალს უწყვეტ რეჟიმში მიიღებს.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია