შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით სამცხე–ჯავახეთში ხელმოწერები გროვდება

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 მარტი 2019
„მესამე კვირაა რა პარტიის აქტივისტები რეგიონის მასშტაბით მუშაობენ. უკვე ათასზე მეტი ხელმოწერა შევაგროვეთ“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე. მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნება: „პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება, საშუალებას მოგვცემს, რომ პარლამენტი მრავალპარტიული გახდეს. ასე ყველა გადაწყვეტილება უფრო ჯანსაღად იქნება მიღებული და არა ერთპიროვნულად“.ხელმოწერების შეგროვებას უახლოეს დღეებში დაიწყებს „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიის წევრის ირაკლი ბარძიმაძის თქმით, პროცესში ყველა რაიონული ორგანიზაცია ჩაერთვება: „ჩვენი ოპოზიციური პარტიების მიზანია, რომ მომავალ არჩევნებზე პარლამენტი პროიპორციული წესით ავირჩიოთ“.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია