„არემჯის“ წარმომადგენლები სამხატვრო სტუდია „პალიტრას“ ეწვივნენ და განახლებულ სასწავლო პროცეს დაესწრნენ. დაბა კაზრეთის კულტურის სახლთან არსებულ სამხატვრო სტუდიის მოსწავლეებს კომპანიამ საჩუქრად ხატვისთვის საჭირო მასალები გადასცა.
სამხატვრო სტუდია ამბროსი ბალახაძის ხელმძღვანელობით 4 წელია ფუნქციონირებს. 2016 წლიდან კომპანია „არემჯის “ მხარდაჭერით, ხატვით დაინტერესებული ბავშვები აქ უსასყიდლოდ დადიან. ამჟამად სტუდიაში ხატვას 25-მდე ბავშვი სწავლობს.