შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის პროცესი გაიმართება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 მარტი 2019

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაკავებული წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლო დღეს გაიმართება. პროცესი 15:00 საათისთვის არის ჩანიშნული.

პროცესი 12 მარტს უნდა გამართულიყო. თუმცა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დაუტოვა, სხდომათა დარბაზი თავდებში მყოფმა დეპუტატებმა დატოვეს. ამის შემდეგ სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად თავად დავით კირკიტაძემაც დატოვა.

დაცვის მხარემ სამართლებრივი სტრატეგიის შესამუშავებლად კი დრო მოითხოვა, რის შემდეგაც პროცესი გადაიდო.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია