იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გარდაბანში "ხაბ-ნისანის" დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თვითმართველობა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 აპრილი 2024

„საქართველოში მცხოვრებ ყველა ასირიელ მოქალაქეს ვულოცავ "ხაბ-ნისანის"- გაზაფხულისა და განახლების დღესასწაულს. 
მშვიდობის, სიკეთისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის და სრულიად საქართველოსთვის.  
მოგეხსენებათ, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლების ერთიანი თანაცხოვრების საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს, დღევანდელი დღეც იმის დასტურია, რომ ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოების კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“ - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი.
 
დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო საგამოფენო სივრცე, დოკუმენტური ფილმის ჩვენება, მაყურებლის წინაშე ქართული და ასირიული ტრადიციული მუსიკალური ნომრებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ანსამბლები „სვანთა“ და „ნინიევია“ წარსდგნენ.
 
ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, მერის პირველი მოადგილე რამაზ ბუდაღაშვილი, მოადგილეები - ფუად მირზოევი და ლევან ხმალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე სამირ ხიალოვი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია