შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში შესაძლოა საერთაშორისო რეგიონული საინვესტიციო ფორუმი ჩატარდეს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 მარტი 2019
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, კახეთში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის გამართვასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდიანარეობს.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მინისტრთა კაბინეტის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელი ინვესტორები.

„მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და მოლაპარაკებები სხვადასხვა უწყებებთან საერთაშორისო რეგიონული საინვესტიციო ფორუმის კახეთის რეგიონში გამართვასთან დაკავშირებით. ეს ფორუმი ჩატარდება სპეციალურად კახეთის რეგიონისთვის. ფორუმზე მოწვეული იქნებიან უცხოელი ინვესტორები, რომელთაც ადგილზე წარვუდგენთ კახეთის რეგიონის პოტენციალს, ასევე გავაცნობთ რეგიონის განვითარების ხედვასა და კონცეფციას. ვფიქრობთ, კახეთის რეგიონში ფორუმის ჩატარება კარგი პლატფორმა იქნება სამომავლოდ სხვა რეგიონებისთვის“- განაცხადა გუბერნატორმა.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია