სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის მერის ‘მრჩეველთა საბჭოს’ თავმჯდომარედ ნინო რუხაძე აირჩიეს

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 მარტი 2019
დღეს, 19 მარტს, მერიაში, მიმდინარე წელს, „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე „დემოკრატ მესხთა კავშირის“ თავმჯდომარემ გია ანდღულაძემ ახალციხის სტრატეგიული განვითარების გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ამ დრომდე ვერ ჩამოვყალიბდით, ახალციხე სტუდენტური ქალაქია თუ ტურისტული“. „სტუდენტური ქალაქი რა თქმა უნდა ვართ, მაგრამ მხოლოდ ერთი მიმართულებით არ უნდა განვვითარდეთ“, – უპასუხა ანდღულაძეს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მერაბ ბერიძემ. გარდა აღნიშნულისა, კიდევ რა საკითხები დაისვა სხდომზე უცნობია, რადგან მერმა შეხვედრის ნაწილი დახურა: „დღევანდელი შეხვედრა შიდა საორგანიზაციოა, დღეს უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ როგორ უნდა იმუშაოს საბჭომ, როდესაც შევთანხმდებით, ამის შესახებ მიიღებს მედია ინფორმაციას. იდეებს წარმოვთქვათ და ამის გაშუქება არ მგონია სწორი“. საბჭოს ფუნქციონირების მიზანი, ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის გააქტიურებაა. აქ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნეს სექტორის, ასევე, განათლებისა და კულტურის სფერობის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული. [ავთო ინასარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია