შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ეგორ კოჩიევი ხურვალეთის შესახებ: ,,ეს აქტივისტები დროულად რომ არ შეეჩერებინათ..."

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მარტი 2019
დღეს, ერგნეთში 92-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელი იგორ კოჩიევი რადიო ,,თავისუფლებას" ხურვალეთში 15 მარტს მომხდარი ინციდენტის შესახებ ესაუბრა. რადიო ,,თავისუფლება" საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს: ჟურნალისტი: რა მოხდა ხურვალეთში? ეგორ კოჩიევი: რისი მოსმენა გსურთ ხურვალეთზე? ჟურნალისტი: იქ ინციდენტი იყო? ადგილობრივები ამბობდნენ, რომ შეიარაღებული პირები შევიდნენ. ე.კ.: როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ხურვალეთში ინციდენტებამდე საქმე არ მისულა. ახლაც სხდომაზე ამაზე ვლაპარაკობდით, რომ ზუსტად იმოქმედეს საქართველოს სამართალდამცავებმა, ზუსტად იმოქმედეს სამართალდამცავებმა სამხრეთ ოსეთის მხრიდან და ევროკავშირის მეთვალყურეების შუამავლობით, სერიოზულ ინციდენტამდე ხურვალეთში საქმე არ მისულა. ჟურნალისტი: და, რა მოხდა იქ? ე.კ.: საქართველოში გყავთ აქტივისტი, დავით ქაცარავა,
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია