გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოციალური მუშაკები ორშაბათიდან გაფიცვას გეგმავენ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 მარტი 2019

ორშაბათიდან სოციალური მუშაკები იფიცებიან. ამის შესახებ სოციალურ მუშაკთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, ქეთი ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელი 5-საათიანი შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან, თამარ ბარკალაიასთან უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღეს და ამის შესახებ სამინისტროს უკვე აცნობეს.

ხუციშვილის თქმით, გაფიცვას მთელი საქართველოს მასშტაბით, სოციალურ მუშაკთა აბსოლუტური უმრავლესობა უერთდება. მისივე განმარტებით, ეაღნიშნული გაფიცვა სხვა უწყებებსაც პრობლემებს შეუქმნის. მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებს. ამასთან, როგორც ქეთი ხუციშვილი ამბობს, გაფიცულები აცნობიერებენ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ბავშვებთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით საკუთარი ვალდებულებების შესრულებას გააგრძელებენ.

გაფიცვის შესახებ დეტალური ინფორმაცია 15:00 საათზე გახდება ცნობილი, როდესაც სოციალური მუშაკები შესაბამის განცხადებას ჯანდაცვის სამინისტროში შეიტანენ.

სოციალური მუშაკების პროტესტი სამუშაო პირობებს უკავშირდება. მათი თქმით, ყოველდღიურად იმდენი დავალება აქვთ შესასრულებელი, რომ არსებული ადამიანური რესურსი არ ჰყოფნის. სოცმუშაკებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მედიაციის პროცესი თვეზე მეტია მიმდინარეობს. გუშინ საინიციატივო ჯგუფი მინისტრის მოადგილეს, თამარ ბარკალაიას შეხვდა, თუმცა, როგორც სოცმუშაკები აცხადებენ, შეხვედრის შედეგად არ მიუღიათ რეალური დაპირება მათ მიერ წამოჭრილ საკითხებზე.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით კი, საკითხთა ნაწილი გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა მოგვარდეს და სამინისტრო მზადაა, ითანამშრომლოს სოციალურ მუშაკებთან.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია