შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზურაბ ნასარაიამ, რეგიონის საბავშვო ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 მარტი 2019

გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, რეგიონის საბავშვო ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სააღმზრდელო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის, სურსათის უვნებლობისა და სახანძრო უსაფრთხოების კუთხით არსებულ საკითხებს. ასევე, იმსჯელეს იმ გამოწვევებზე, რაც აღნიშნული მიმართულებით არსებობს.

შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე აკაკი შენგელია და სურსათის უვნებლობის სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ნინო შეწირული დაესწრნენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია