შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლადო აფხაზავა ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მარტი 2019

სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტების სიაშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

ვარკის ფონდი მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან გასცემს, ფინალისტები კი ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან.

ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის მოხვდა. „გლობალ თიჩერ 2019“-ის ფინალისტები ჰოლივუდელმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.

ლადო აფხაზავა დუბაიში იმყოფება. „გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 24 მარტს გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია