შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვაშაძემ მითხრა- მომეცი აღთქმა, რომ ოპოზიციაში აღარ წახვალო"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ოქტომბერი 2018

ამის შესახებ “გაერთიანებული ოპოზიციის” წევრმა მურმან დუმბაძემ ბათუმში, პრეზიდენტობის კანდიდატ, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერებთან შეხვედრის ღონისძიებაზე განახცადა.

“40 ათასი კილომეტრი შემოვიარეთ წინასაარჩევნოდ, მთელი საქართველო და ამ არჩევნებს გარწმუნებთ, რომ ნამდვილად ვიგებთ. ამ სიარულში გრიგოლ ვაშაძეს დაუძმაკაცდი, მოკლედ ეს გაგრძელდება 28 ოქტომბრამდე, საღამოს რვა საათამდე, შემდეგ იქნება ოფიციალური. მეუბნება ბატონო მურმან მომეცი აღქმა რომ შენ ოპოზიციაში აღარ წახვალ. სახარება მოიტანა ორივე ხელი დამადებინა, მაგრამ ვუთხარი მე არ წავალ იმ შემთხვევაში თუ ის ერთ პირობას შეასრულებს – 2018 წლის 29 ოქტომბერს გრიგოლ ვაშაძე შედის ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში და წერს შემდეგი შინაარსის ბრძანებას: მე საქართველოს პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე ვბრძანებ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს აღუდგეს მოქალაქეობა.” – განაცხადა მურმან დუმბაძემ სიტყვით გამოსვლის დროს.

წყარო:ipress.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია