შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლანჩხუთში ქართულ ჭიდაობაში "ჯამბულათ ხოფერიას" სახელობის ტურნირი ჩატარდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მარტი 2019

ლანჩხუთში, გვიმბალაურის სპორტულ დარბაზში, ქართულ ჭიდაობაში ჯამბულათ ხოფერიას სახელობის ტურნირი ჩატარდა. მასში მონაწილეობა ლანჩხუთელმა, ოზურგეთელმა და ჩოხატაურელმა ახალგაზრდა მოჭიდავეებმა მიიღეს.

ტურნირს გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე აკაკი შენგელია, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე დაესწრნენ.

გამარჯვებულები სიგელებით, მედლებით და თასით დაჯილდოვდნენ. ტურნირი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისა და ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

22 მარტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ ჯამბულათ ხოფერიას 51 წელი შეუსრულდებოდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია