შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სკოლაში ბულინგის გამო 11 წლის ბიჭს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მარტი 2019
18 მარტს მეექვსე კლასელი ბიჭი მესამე გაკვეთილზე შეუძლოდ გახდა. სკოლის ექიმთან ის აკანკალებული მიიყვანეს. „ვირუსული ვერაფერი შევამჩნიე, არც სიცხე ჰქონდა, უბრალოდ კანკალებდა, უცახცახებდა ნიკაპი, ხელები. ვუთხარი დამრიგებელს და სახლში გავუშვით“, – გვიყვება სკოლის ექიმი. ბიჭი დედამ თბილისში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში წაიყვანა. ფსიქიატრის დასკვნის მიხედვით, რომელიც დედამ „სამხრეთის კარიბჭეს“ გადმოუგზავნა, მოზარდს რიგი პრობლემები დაუდგინდა, ეს ყველაფერი კი ნევროზულ ნიადაგზე განუვითარდა. ამავე სამედიცინო დოკუმენტშია გაწერილი მკურნალობის კურსიც.„ბავშვი იმდენად შეშინებული და დასტრესილია, ექიმმა გასინჯვის დროს შუქი რომ აანთო, ტირილი დაიწყო. წამოვიღებ აქედან ამ სამედიცინო დოკუმენტებს და დირექტორს იმ მასწავლებლის მოხსნას მოვთხოვ, რომელმაც ჩემი შვილი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა“, – ამბობს დედა. რა მოხდა სკოლაში
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია