შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გელა კობალაძე პატიმრობიდან გაანთავისუფლეს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 მარტი 2019

ქ. ოზურგეთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, გელა კობალაძე პატიმრობიდან გაანთავისუფლეს. მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს, ოზურგეთის ყოფილი მერი, ბეგლარ სიორიძე ავრცელებს, წარწერით: "ყავით დავიწყეთ".

ვნობისთვის: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე ქრთამის აღების ბრალდებით 2017 წელს დააკავა. 

სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის, თანახმად, ოზურგეთის მიერიამ შპს ,,პირამიდა-ფ.რ. ფილიალთან“ დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაციისა და მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩასატარებლად ხელშეკრულებები გააფორმა. 

„აღნიშნულმა კომპანიამ ვერ შეძლო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების დასრულება, რის გამოც დღის წესრიგში დადგა მასთან ხელშეკრულებების შეწყვეტის საკითხი. ქ.ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე შეხვდა შპს ,,პირამიდა – ფ.რ. ფილიალის“ ტექნიკურ მენეჯერს და თავისი თანამდებობის გამოყენებით დაჰპირდა ზემოხსენებული ხელშეკრულებების ვადების გაგრძელებას და უკვე შესრულებულ სამუშაოებზე მისაღები დაახლოებით 150 000 ლარის ჩარიცხვას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა და აიღო ფულადი თანხა 50 000 ლარის ოდენობით, რა დროსაც იგი  სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს" - ნათქვამი იყო სუს-ის განცხადებაში. 

გამოძიება სს კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობდა. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია