სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დედამ 11 წლის ბიჭის დიაგნოზი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სკოლასა შსს–ს წარუდგინა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 მარტი 2019
სკოლაში დილიდან ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მათ ბავშვის დედამ ის მესიჯები უჩვენა, რომელსაც მოზარდს თანაკლასელები დაბულინგების მიზნით წერდნენ. დღესვე, დედას პოლიციაში დაკითხავენ. სკოლის დირექტორი კი ამბობს, რომ დოკუმენტები დაიტოვა და არსებულ ვითარების მოკვლევას დაიწყებენ. ასევე საქმეში ჩაერთვება მანდატურის სამსახური. მას შემდეგ რაც სკოლა ბიჭის დედამ და სამართალდამცველებმა დატოვეს, აქ მეექვსე კლასელი ბავშვების მშობლების მივიდნენ. 14 მშობელი იმ მასწავლებლის კლასში დაბრუნებას ითხოვს, რომელსაც ბავშვზე ბულინგში ადანაშაულებენ. ამ პერდაგოგს სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა დარღვევა დაუდგინა და სახდელიც დააკისრა. მასწავლებელმა მეექვსე კლასის დატოვება სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა. მშობლები კი ირწმუნებიან, რომ ის უდანაშაულოა და ბიჭის დედა იტყუება. ამ წუთებში 14 მშობელს სკოლის დისციპლინური კომიტეტის წევრები ესაუბრებიან. მათი პოზიციების მოსმენას „სამხრეთის კარიბჭე“ მას შემდეგ შეძლებს, რაც ისინი შენობიდან გამოვლენ. ჟურნალისტს დირექციამ და მანდატურის სამსახურმა სკოლის შენობა დაატოვებინა. ახალციხის ერთ–ერთ სკოლაში, მეექვსე კლასელი ბიჭის ბებია და დედა, მასწავლებელსა და მოზარდის თანაკლასელებს ბავშვის მიმართ ბულინგში ადანაშაულებს. ბულინგის მიზეზი ის გახდა, რომ მოზარდმა სკოლაში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციაში დარეკა. 11 წლის ბიჭზე ზეწოლა ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, რის შედეგადაც მას ფსიქიკური პრობლემები შეექმნა.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია