სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შსს–მ 11 წლის ბიჭის მიმართ სკოლაში შესაძლო ძალადობაზე ძიება დაიწყო

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 მარტი 2019
11 წლის ბიჭი და დედა ახალციხის რაიონულ სამმართველოში, გუშინ, 23 მარტს, დღის მეორე ნახევარში დაკითხეს. „ყველაფერს ყვება რა როგორ იყო თავიდან, მაგრამ როცა იქამდე მიდიან თუ რას ეუბნებოდნენ, რას უკეთებდნენ და როგორ ექცეოდნენ, ტირილი უტყდება და ლაპარაკი უჭირს“, – ამბობს დედა. პოლიციამ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრუწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს. ახალციხის ერთ–ერთ სკოლაში, მეექვსე კლასელი ბიჭის ბებია და დედა, მასწავლებელსა და მოზარდის თანაკლასელებს ბავშვის მიმართ ბულინგში ადანაშაულებს. ამ საქმეზე მასწავლებელს სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა დარღვევა დაუდგინა და სახდელიც დააკსირა. მასწავლებელი ბავშვზე ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა, დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ მან კლასი დატოვა. ამის გამო. კლასში ყველა, 14–ვე ბავშვის მშობელი 11 წლის ბიჭს დაუპირისპირდა. დედები ირწმუნებიან, რომ ბავშვი და მისი ბებია ცრუობს, მოზარდი სკოლაში არავის დაუჩაგრავს და ყველაფერი მოგონილია. 11 წლის ბიჭის ბულინგის მიზეზი ის გახდა, რომ მან სკოლაში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციაში დარეკა. როგორც მეექვსეკლასელი ბიჭის დედა ამბობს, ბავშვზე ზეწოლა ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, რის შედეგადაც მოზარდს ფსიქიკური პრობლემები შეექმნა. გახდა თუ არა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი მართლაც სკოლაში განხორციელებული ზეწოლა, პოლიცია არკვევს. „სამხრეთის კარიბჭე“ კი ფსიქიატრის დასკვნას გაეცნო, სადაც დიაგნოზთან ერთად მკურნალობის კურსიც გაწერილია. [თამუნა უჩიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია