ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა.
როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გზის ამ მონაკვეთზე ნებისმიერი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის თავისუფალია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მოძრაობის სპეციალური რეჟიმი გუშინ დაწესდა. გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებს შეეძლოთ. ავტომობილების მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ.
ნიკოლოზ ესიტაშვილი