შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ყარაჯალას მოსახლეობამ აქცია გამართა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 მარტი 2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და 16 ჰექტარი მიწის კერძო პირზე გასხვისება გააპროტესტეს.

მათი თქმით, სოფელი ძირითადად მეცხოველეობით ირჩენს თავს და სხვა ალტერნატიული ტერიტორია არ აქვს, სადაც პირუტყვის გამოკვებას შეძლებენ.

„სოფლის ბოლოში 16 ჰექტარი მიწა არის სოფლის საკუთრება, ამდენი წელი ჩვენ ვიყენებდით. საარჩევნოდ მხარდაჭერის სანაცვლოდ ხელისუფლება დაკანონებას დაგვპირდა, თუმცა ახლა კერძო პირმა გალავანი შემოარტყა და ტრაქტორებს ამუშავებს. ვითხოვთ პასუხს, რატომ გაასხვისეს მიწა, თუმცა სოფელში მერის წარმომადგენელი ვერაფერს გვპასუხობს. არ დავუშვებთ ამ მიწის დაკარგვას, მთელი სოფელი გამოვა”, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია