შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბოლო წუთებში იპოლიტე ხვიჩიას პერსონაჟივით ვიყავი"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 მარტი 2019

დუბაიში, განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე „გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა.

გამარჯვებული გახდა პიტერ ტაბიჩი, მასწავლებელი კენიიდან.

2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის წელს ქართველი პედაგოგი – ლადო აფხაზავა მოხვდა.

„გლობალ თიჩერ 2019“-ის ფინალისტმა, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ლადო აფხაზავამ განცხადება გააკეთა:

"ყველაზე მეტად ვინც მენატრება, აი, ცრემლებამდე მივდივარ, არიან ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეები. ბოლო წუთებში იპოლიტე ხვიჩიას პერსონაჟივით ვიყავი, სტადიონზე რომ დარბის და არ უნდა ფინიში. მე ნამდვილად აღარ მინდოდა გამარჯვება, რადგან გავიგე, რომ გამარჯვებული გარკვეული პერიოდით უნდა დარჩეს დუბაიში, შემდეგ უნდა წავიდეს ბრიტანეთში. მე ამის დრო არ მაქვს. არ მაქვს მოგზაურობის დრო. მე ძალიან ბევრი პროექტი მაქვს გასაკეთებელი. მე ჩემი საქართველო მიყვარს, ჩემი ხალხი მიყვარს, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის და ამ დიდი სიყვარულისთვის", –განაცხადა ლადო აფხაზავამ "პირველი არხისთვის" ცერემონის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია