შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე–ჯავახეთში ბრუცელოზზე 20 ათასი ცხვარი აიცრა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 მარტი 2019
დღეის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაქცინირებულია 50 000 სული წვრილფეხა პირუტყვი. ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საპილოტე რეჟიმში გასულ წელს დაიწყო და თვალში ჩაწვეთების თანამედროვე მეთოდის გამოყენებას ითვალისწინებს. მიმდინარე წელს დაგეგმილია 233 000 სული წვრილფეხა ცხოველის ვაქცინაცია.სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ უფასოდ განხორციელებული ღონისძიებები ამცირებს დაავადების გავრცელების რისკს და, შესაბამისად, უზრუნველყოფს ბაზარზე უვნებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის განთავსებას და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას; ხელს უწყობს საექსპორტო პოტენციალის ზრდას.ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი, მათ შორის მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი. ბრუცელოზით ავადდება ადამიანიც. ინფიცირების წყარო დაავადებული ცხოველი და მისგან მიღებული პროდუქტებია.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია