გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 მარტი 2019

სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ. ისინი საპროტესტო აქციებს მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავენ.

 

გაფიცული სოციალური მუშაკების მთავარი მოთხოვნა შრომითი პირობების გაუმჯობესებაა. სოციალური მუშაკები სისტემურ ცვლილებებს და იმ საჭიროებებით უზრუნველყოფას ითხოვენ, რაც ბენეფიციარებისთვის მომსახურების გასაწევად აუცილებელია. მათი თქმით, სხვა დანარჩენ პრობლემებთან ერთად, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ტრანსპორტირებით უზრუნველყოფის არ არსებობა წარმოადგენს, სოციალური მუშაკები კადრების დამატებასაც ითხოვენ.

"ჩვენი გაფიცვა და ჩვენი პრობლემებიო, იმ ადამიანების პრობლემები, ბავშვების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, შშმ პირები, რომლებიც დგანან სოციალური მუშაკების უკან და რომელთა ხმითაც საუბრობენ დღეს აქ სოციალური მუშაკები, მათი პრობლემები გახდეს ხილვადი"-განაცხადა სოციალური მუშაკმა ქეთი ხუციშვილმა.

აქციას რეგიონების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. დღის ბოლომდე კი აქციაზე მისვლას საინიციატივო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფკავშირების წარმომადგენლებიც აპირებენ.

სოციალურმა მუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიწყეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია