ერთი საათის წინ, ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა.
მერაბ ჯიბუტი მძიმე დაზიანებების შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული სამართალდამცავი იმ დროისთვის სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა
სატვირთო ავტომანქანების მძღოლები შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულან. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.