ლევან გოგიჩაიშვილი ირაკლი კობახიძეს უზრდელს უწოდებს. მმართველი გუნდის ყოფილი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კობახიძემ აღნიშნა, რომ ეკა ბესელიას დახმარების ხელი უნდა გაუწოდოს.
ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე არაეთიკურობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა კობახიძეს კარისკენ უნდა მოუწოდოს.
„ის გამოირჩევა ხოლმე არაეთიკურობით, წაუუზრდელებს. აქვს ეს დამოკიდებულება. ეს მისი პრობლემაა. ეს პარტიის თავმჯდომარის პრობლემაა. ეს მისია. ეს მისი თავის ტკივილია. ძაან მამაცია, ქალებთან ასეთი განცხადებებით გამოირჩევა ხოლმე. პარტიის თავმჯდომარემ უნდა აიღოს და უნდა უთხრას, გეყოს პარლამენტის თავმჯდომარეობა, სერიოზულ პრობლემებს მიქმნი და მოდი ახლა, წადი სადმე. აიღოს და გადადოს. ეს ფუნქცია აქვს მას. არ გადადებს და ჰყავდეს 20-მდე და საბოლოო ჯამში აისახება არჩევნებზე. თუ რამე დაკარგა „ქართულმა ოცნებამ“ ერთ-ერთი დიდი წვლილი რეიტინგის და პოლიტიკური მიმზიდველობის თუ გავლენის კუთხით, ერთ-ერთი მთავარია ირაკლი კობახიძე,“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.