შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები და მიმდინარე სამუშაოები, კერძოდ:
ქალაქ გარდაბანში, მარტყოფში, სართიჭალაში, გამარჯვებაში, კრწანისში, ყარაჯალარში, ნორიოსა და სააკაძეში შიდა გზების რეაბილიტაცია;
ქალაქ გარდაბანში, ვაზიანში, სართიჭალასა და მუღანლოში გარე განათების მოწყობა;
ქალაქ გარდაბანში, ლესელიძის ქუჩაზე სამი ერთეული საბავშვო სკვერისა და სტადიონის რეაბილიტაცია;
მარტყოფში, აპარნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრიბუნების მოწყობა;
სააკაძეში, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა;
მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრების მიზანი მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გაკონტროლება და შემსრულებელი კომპანიების მიერ სატენდერო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დროული და ხარისხიანად შესრულებაა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, რამაზ ბუდაღაშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი გოჩა ახალკაციშვილი და ქვემო ქართლში რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ვახტანგ ბუცხრიკიძე.