შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლადო აფხაზავა ჩიბათის საჯარო სკოლას დაუბრუნდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 მარტი 2019

ლადო აფხაზავა ჩიბათის საჯარო სკოლას დაუბრუნდა. მას საზეიმო განწყობით დახვდნენ პედაგოგები და აღსაზრდელები. სიმბოლურად წარმატებულ პედაგოგს ვარსკვლავიც გაუხსნეს.
ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა და როგორც თავად ამბობს, ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.
ჩიბათის საჯარო სკოლაში დღეს ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები და რესურსცენტრის უფროსი ნინო ჩიტაძე იმყოფებოდნენ.
ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი გახლდათ. ეს ჯილდო წელს პიტერ ტაბიჩს ერგო წილად. 
-ჩემთვის მთავარი ჯილდო ადამიანების, განსაკუთრებით კი ბავშვების სიყვარულია“-ამბობს ლადო აფხაზავა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია