შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სააკაშვილი იყო და იქნება ნაციონალური მოძრაობის ლიდერი "- ბარამიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 მარტი 2019

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე TV პირველის ეთერში, კითხვაზე - რა შეიცვალა მისთვის პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძის არჩევით და მიხეილ სააკაშვილის "ცოტა დისტანცირებით" პასუხობს რომ:

"ჩემთვის რეალურად არსებითად არაფერი არ შეცვლილა. ეს ნაციონალური მოძრაობის განვითარების ძალიან ლოგიკური  ეტაპია, რომელიც არის ინიცირებული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და იქნება ნაციონალური მოძრაობის ლიდერი. მისი ეს ინიციატივა დაკავშირებული იყო იმ რეალიებთან, რაც სამწუხაროდ, გვაქვს ქვეყანაში, როცა ქვეყნის მესამე პრეზიდენტს არ აქვს საშუალება საქართველოში ყოფნისა და პოლიტიკური საქმიანობისა ყოველდღირ საფუძველზე, რაც ძალიან საჭიროა ახლა, იმ ეტაპზე, როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი ნელ-ნელა იშლება, მას ცალკეული ელემენტები ეცლება და ბუნებრივია, ჩვენ ვგრძნობთ კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას, ასეთ ვითარებაში ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ქვეყანაში რაღაცა ქაოსი და არეულობა დამკვიდრდეს"- განაცხადა ბარამიძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია