ლანჩხუთელი პედაგოგი, ლადო აფხაზავა დუბაიდან უკვე დაბრუნდა და მშობლიურ სკოლაში წასასვლელად ემზადება. ამის შესახებ ის საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს: მე იქ მეჩქარება, სადაც ბევრი სიყვარულია... ჩემს სკოლაში, ჩემს კოლეგებთან და მოსწავლეებთან. ხვალ ყველას გულში ჩავიკრავ. ოჰ, რა ბედნიერება იქნება მათთან შეხვედრა!
სანამ გული დაილია, ჩქარა უნდა ჩავიდეს ჩემი ტრანსპორტი და მოვეხვიო იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემთვის საკუთარ თავზე ძვირფასები არიან. იქ მეჩქარება, სადაც დიდი სიყვარულია...
იჩქარეე , იჩქარეეე ბედნიერებისთვის!
ფოტო: დიანა ტრაპაიძის