შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამტრედიის ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სამართალი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 თებერვალი 2019

საგამოძიებო სამსახურმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცის შეტანის, მომხმარებლის მოტყუების და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული ხორცის ვეტერინალურ მოწმობებს აყალბებდა და აღნიშნული დოკუმენტაციით ახდენდა ბაღებში საქონლის ხორცის შეტანას.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხმარებლის მოტყუების, ყალბი საანგარიშსწორებო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელს, ააიპ "სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებასთან" გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2018 წლის განმავლობაში გაერთიანებაში შემავალი ბაგა-ბაღებისთვის საქონლის ხორცი უნდა მიეწოდებინა.

ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ვალდებული იყო საქონლის ხორცის შეტანისას წარედგინა დამკვეთისათვის მიწოდებული საკვები პროდუქტის ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი. ნაცვლად ამისა, ბრალდებული დანაშაულებრივი განზრახვით, აყალბებდა ხორცის ვეტერინარულ მოწმობებს ე.წ. ფორმა #2-ს და გაყალბებული დოკუმენტაციით ახდენდა ბაღებში საქონლის ხორცის შეტანას. გამოძიებით დადგინდა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ნაცვლად საქონლის ხორცისა, ნაწილობრივ შეტანილ იქნა ცხენის ხორციც.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე, 210-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია