შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კლუბ „მერცხალის“ საქმიანობის შეფასებისგან საკრებულომ თავი შეიკავა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 მარტი 2019

საკრებულომ ა.(ა)ი.პ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „მერცხალის“ მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის შეფასებისგან თავი შეიკავა.

დღეს რიგგარეშე სხდომაზე ა.(ა)ი.პ-ის საქმიანობის თაობაზე ანგარიში დირექტორმა მამუკა გოგუაძემ წარმოადგინა და საკრებულოს წევრების შეკითხვებსაც უპასუხა. დეპუტატების უმრავლესობამ ა.(ა)ი.პ-ში შექმნილ რთულ სიტუაციაზე გაამახვილეს ყურადღება: „ ამ დარბაზშიც არაერთხელ გაიმართა შეხვედრა საკითხის მსჯელობის მიზნით, ჩართული იყვნენ დაინტერესებული პირები, თუმცა დღემდე მიღწევები და ეფექტური საქმიანობა სახეზე მაინც არ გვაქვს. „ - აღინიშნა სხდომაზე.

საკრებულომ კენჭისყრის გზით, ხმათა უმრავლესობით მიზანშეწონილად მიიჩნია, ანგარიშის ცნობად მიღება. ხოლო შეფასებას საკრებულო მაშინ დაუბრუნდება, როდესაც აღმასრულებელი ორგანო წარმოადგენს არსებული პრობლემების აღმოფხვრის გეგმას.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია