შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზაზა პაპუაშვილი კობახიძის ჯგუფს „ურჩევს“, რომ "დამშვიდნენ"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 მარტი 2019

„ამ დეპუტატების (მამუკა მდინარაძის და სოფო კილაძის) მისამართით ვიტყვი, არ შეიძლება რომ დამშვიდნენ?! მე მოვუწოდებ მათ, რომ დამშვიდნენ რა... მე რასაც ვუყურებ, ბევრი რამ ჩემი გემოვნებისთვის, პოზიციისთვის და ადამიანობისთვის შეუფერებელია. უნდა გაჩერდნენ და დამშვიდნენ.

"ბიძინა ივანიშვილს რომ რაღაც არ სურდა, ამაზე ეს დეპუტატები ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ, ცეცხლზე ნავთი არ უნდა დაასხან... არის თემები, რომელშიც (ირაკლი კობახიძეს) ვურჩევ, რომ კარგად გაერკვეს და არის თემები, რომელშიც ეშლება. რომ არ შეშლოდა შეიძლება ამას გართულებები არ მოჰყოლოდა," - ე.წ. ახლების გუნდის მხრიდან კონფლიქტების გამწვავებაზე საუბრობს „ოცნების" დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი და მათ „აფრთხილებს" კიდეც, რომ ცეცხლზე ნავთის დასხმა, შეურაცხყოფები, შეღიტინებები, გამოწვევები შეწყდეს - „ეს არის ერთ-ერთი დეპუტატის საუბარი, რომელსაც მოთმინება აქვს, მაგრამ მოთმინება მასაც ელევა".

ჩემი გარიცხვა უნდოდათ? სიმართლე გითხრათ თანმიმდევრობა კარგად არ მახსოვს... კი, შეხვედრა მახსოვს, გედისთან ერთად. მაგის მერე ძალიან ბევრჯერ ვარ შეხვედრილი და იმდენი ლაპარაკი იყო, რომ უნდა დავალაგო.

მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ამ დაყოფის - ახალგაზრდები და ძველგაზრდებად. ეს არ იყო სწორი ტენდენცია. ჭკუანაკლული ძველგაზრდაც მინახავს და ახალგაზრდაც, ისე როგორც ნორმალური.

მე წინააღმდეგი ვიყავი ასეთი შიდა კონფლიქტების და დაძაბულობების. ჩემი აზრით, რაღაც კონფლიქტური ვითარება როცა ხდება, ჩვენ იქ არანაირი ბრალი არ მიგვიძღვის და ამ კინკლაობის და დაძაბულობის ავტორები ხშირად ისინი არიან.

ვამბობ, რომ დაყოფა, ცეცხლზე ნავთის დასხმა, შეურაცხყოფები, შეღიტინებები, გამოწვევები შეწყდეს. ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას იქ, სადაც საჭიროა, დავაფიქსირო და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ფიქრებს და აზრებს ანგარიში გაეწევა. ეს არის ერთ-ერთი დეპუტატის საუბარი, რომელსაც მოთმინება აქვს, მაგრამ მოთმინება მასაც ელევა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია