შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აქტივისტმა პრემიერსა და პრეზიდენტს სპექტაკლის დასასრულს პროკლამაციები თავზე გადააყარა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 მარტი 2019

ბათუმის დრამატულ თეატრში პრემიერაზე მისული პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ჯერ აქციაზე აღმოჩნდენ და სპექტაკლზე შეძახილების ფონზე შევიდნენ, დასასრულს კი მათ თავზე პროკლამაციები დააყარეს.

"დაიცავი ძველი ბათუმი", "ქუდზე კაცი და კოლგოტზე ქალი" ამ შინაარსის მქონე პროკლამაციები სპექტაკლის დასრულების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტმა მესამე იარუსიდან გადაყარა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ლოჟაში სალომე ზურაბიშვილთან და მამუკა ბახტაძესთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და სხვა ოფიციალური პირები ისხდნენ.

სამოქალაქო საზოგადოება ძველ ბათუმში ქაოტურ მშენებლობებს რამდენიმე თვეა აპროტესტებს. აქტივისტები აცხადებდნენ, რომ მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული ე.წ. ზონალური საბჭო არა მხოლოდ დაუსაბუთებელ, არამედ ქალაქისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს იღებს.

რამდენიმე დღის წინ თორნიკე რიჟვაძემ ძეგლების დამცველების კრიტიკის პასუხად განაცხადა, რომ ბათუმში კანონსაწინააღმდეგოდ არცერთი ძეგლი არ დაუნგრევიათ. მისი თქმით, გადაწყვეტილებებს ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს და არ აპირებს პროტესტის გამო შეცვალოს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია