შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვატო შაქარიშვილს "ოცნებამ" იმედი გაუცრუა-სად მიდის დეპუტატი?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 მარტი 2019

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელები, რომლებსაც "ოცნებამ" იმედები გაუცრუა ორგანიზაცია "დაიცავი საქართველოს" გარშემო ერთიანდებიან.

ერთიანი საზოგადოებრივი მოძრაობის დაწყება პოეტმა დავით მაღრაძემ გუშინ დააანონსა და თქვა, რომ თანამოაზრეებს 13 აპრილს ფილარმონიაში ელოდება.

ვინ იქნებიან დავით მაღრაძის თანაგუნდელები, პოეტი ამაზე ღიად არ საუბრობს, თუმცა "ნიუპოსტის" ინფორმაციით, "დაიცავი საქართველოს" რიგებში უმრავლესობიდან დემარშით წასულ დეპუტატებს ვიხილავთ. 

ცნობილია, რომ ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი 13 აპრილის შეხვედრას შეუერთდებიან.

დავით მაღრაძის გუნდში იქნება "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრი ვატო შაქარაშვილი, რომელსაც ჩვენი ინფორმაციით შეხვედრის ორგანიზება ჩააბარეს. 

"შეხვედრას ვუერთდები... რომ არ დაგიმალოთ, დავით მაღრაძე ჩემი უფროსი მეგობარია. პოლიტიკური შინაარსის კონკრეტულ კონსულტაციებს ვერ დავარქმევ იმას, რა ურთიერთობაც მაქვს ამ ადამიანთან. ვსაუბრობთ მათ შორის პოლიტიკურ საკითხებზე, გვაქვს წლებია ერთი და იგივე პოზიცია. ვსაუბრობთ ამასთან დაკავშირებით, როგორც თანამოაზრეები და მეგობრები"- უთხრა "ნიუპოსტს" ვატო შაქარაშვილმა.

შაქარაშვილი არ მალავს, რომ "ოცნებამ" იმედები გაუცრუა.

"დავით მაღრაძის მოსმენას ვაპირებ, მივალ შეხვედრაზე და შემდეგ დრო გვაჩვენებს. პოზიციებს არასდროს შევიცვლი. მიუღებელია "ქართული ოცნების" ავანგარდში ვიხილოთ ის ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს გვირტყამდა... ის, ვინც, როცა ჩვენ ციხეში გვყრიდნენ, მაგიდის ქვეშ იყო შემძვრალი და მაგიდის ზემოდან სადღეგრძელოს სვამდა. არ მინდა ის ადამიანები ვიხილო სასამართლო სისტემაში, ვინც მოხალისეობრივად უკანონო დავალებებს ასრულებდა"- თქვა მან.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია