შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ივანაშვილი და მისი მსახურები დაირაზმნენ მეგრელების მოსასყიდად“ - დოდონა კიზირია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 მარტი 2019

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია ფეისბუკისპირად გვერდზე წერს:

„ივანაშვილი და მისი მსახურები დაირაზმნენ მეგრელების მოსასყიდად. სანდრას გამარჯვება ლახვარის ჩაცემა იქნება მათთვის. ეს იქნება პირველი სხივი ამ შვიდი წლის უკუნეთის შემდეგ, სწორედ ამიტომაც იკადრა ამ აფერისტამ პატარა ცახესმა თავისი სოროდან გამოძრომა.

ნუთუ სულ ბოლომდე გაიხრწნა და გადაგვარდა ხალხი, რომ ისევ ხუთი კილო კარტოფილის და ხახვის, ან რაიმე ახალი საჩუქრის დაპირებით მოტყუვდება?! ნუთუ ქვეყნის გაჩანაგებამ, გაძარცვამ, უამრავი ღირსეული ადამიანის დაპატიმრებამ არავინ არ აღაშფოთა?

თუ ასეა, მაშ ღირისი ვართ, რომ უვიცი, პრიმიტიული, ხარბი, გაუმაძღარი ჯოჯო თავზე გვაჯდეს და ბედნიერად ხითხითებდეს სიხარულით, რომ ასე დაიმონა მთელი ქართველობა, ხელში ჩაიგდო მთელი საქართველო.

თუ ასეა, მაშ ღირსი ვართ, იმიტომ რომ არ ვიცით და არ გვესმის, რა არის თავისუფლება, მოქალაქეობრივი ღირისება, პატიოოსანი შრომა, არამარტო საკუთარ, არამედ ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვა.

მე პატარა, სულ პაწაწინა იმედი ისევ მიკიაფებს, მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ დანასავით გამტარებია გულში ჩვენი სიმხდალე, უფასო ფულის დაპირებებით მოტყუება, ინერტიულობა. ყველას, ყველას, ყველას, ვისაც გესმით, რა კატასტროფის წინაშე ვდგავართ, მუხლებზე დამდგარი გევედრებით, ამოიღეთ ხმა, არ დაუშვათ ამ ბოროტების გამარჯვება. ხოლო თუ საჭირო იქნა, გამოდით გარეთ, გამოდით ქუჩაში, არ დაუშვათ ქვეყნის სრული განადგურება!“

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება