გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შობადობა ბოლო 5 წლის მინიმუმზეა, შარშან ყველაზე ცოტა ბავშვი დაიბადა- საქსტატი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 მარტი 2019

"საქსტატის" ინფორმაციით 2018 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობამ 51 138 ბავშვი შეადგინა. ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო 5 წელიწადში. შემცირდა გარდაცვალების შემთხვევებიც და შარშან 46 524 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.  დაბადებულთა შორის 26 538 ბიჭია და 24 600 გოგო, რაც წინა წელთან შედარებით 4 პროცენტით ნაკლებია.

2018 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში (16 161 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (328 ბავშვი).

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია