გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თებერვალში რეგისტრირებული დანაშაული 29.16%-ით გაიზარდა - შსს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 მარტი 2019

2019 წლის თებერვალში რეგისტრირებული დანაშაული რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 29.16%-ით გაიზარდა.

შსს-ს ინფორმაციით, თებერვალში რეგისტირებულია 5 927 დანაშაული, რომელთაგან 1 285 საქმე გახსნილია. 2019 წლის თებერვალში, წინა წლის თებერვალთან შედარებით (24.89%), დაკლებულია გახსნილი საქმეების პროცენტი, რამაც 21.68% შეადგინა.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, დანაშაული  სიცოცხლის წინააღმდეგ გაზრდილია 44.71%-ით. ამ კატეგორიის დანაშაულში განზრახ მკვლელობა, წინა წელთან შედარებით, 25%-ით შემცირდა. ასევე, 66.67%-ით შემცირდა მკვლელობის მცდელობა. თუმცა, 46.51%-ით გაიზარდა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით რეგისტრირებული დანაშაული.

რაც შეეხება დანაშაულს ჯანმრთელობის წინააღმდეგ, თებერვალში მისი რაოდენობა 31.19%-ით გაიზარდა, აქედან უმეტესობა – 237 დანაშაული – ოჯახში ძალადობის მუხლით არის რეგისტრირებული. წინა წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 46.37%-ით გაიზარდა.

დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმდინარე წლის თებერვალში 57.69%-ით გაიზარდა. შარშან ამ კატეგორაში გაუპატიურების მუხლით 5 დანაშაული იყო რეგისტირირებული. წელს კი გაუპატიურების 12 შემთხვევა გაიზარდა ანუ ზრდამ 140%-ს მიაღწია.

120.61%-ით გაიზარდა დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ. ამ კატეგორიაში 115.12%-იანი მატება მუქარის მუხლით დარეგისტირრებულდანაშაულს აქვს. თებერვალში ასეთი 185 დანაშაული დაფიქსირდა.

2019 წლის თებერვალში საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის 2 467 შემთხვევა დაფიქსირდა. წინა წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 28.49%-ით გაიზარდა. ამ კატეგორიაში რაოდენობის ყველაზე დიდი მატება შემდეგ მუხლებს აქვთ: ქურდობა – 30.39% ; ძარცვა – 29.17% და ნივთის დაზიანება – 36.64%.

დანაშაულმა საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ 1.83%-ით იკლო. ამ კატეგორიაში თებერვალში ცივი იარაღის ტარების  50 შემთხვევა დაფიქსირდა.

ნარკოტიკული დანაშაული თებერვალში 43.97%-ით გაიზარდა და 442 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან, რაოდენობა გაიზარდა ისეთ მუხლებში, როგორიცაა ნარკოტიკული ნივთიერებების განმეორებითი მოხმარება (127 შემთხვევა) და ნარკოტიკების შეძენა, შენახვა ან გასაღება (278 შემთხვევა).

დარეგისტრირებული კომპიუტერული დანაშაული 246.34%-ით გაიზარდა და 142 შემთხვევა შეადგინა.

რაც შეეხება სამოხელეო დანაშაულს, მისი დარეგისტრირებული ოდენობა 6%-ით გაიზარდა. თებერვალში ასეთი დანაშაულის რაოდენობა 53 იყო, საიდანაც უმეტესობა  – 26 შემთხვევა – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება იყო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია