მას შემდეგ, რაც გუშინ "გურიის მოამბემ" გაავრცელა ინფორმაცია კინოთეატრ "ოზურგეთის" გაქურდვასთან დაკავშირებით, ჩვენდა გასაოცრად, მომხდარის უარყოფას ხელისუფლება და შსს ამ წუთამდე ცდილობენ.
მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ მომხდარზე 177-ე მუხლით საქმე აღძრა, დღეს ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს ქურდობა არ დადასტურდა.
"გურიის მოამბე" კინოთეატრ "ოზურგეთს" დღესაც ეწვია.
რახან გუშინ პოლიციამ გამოძიების მიმდინარეობის მომიზეზებით კინოში შესვლის შესაძლებლობა არ მოგვცა, იქ არსებული სიტუაცია ფოტოობიექტივში დღეს ავსახეთ.
გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს, რომელიც ნათლად ასახავს, თუ რა კატასტროფულ მდგმომარეობაში იმყოფება კინოთეატრი და ის არათუ გაქურდული, არამედ პირწმინდათ არის გაძარცვული.